"მედია მრჩეველი"
სკოლის, კლუბის დასახელება:
თბილისის №64-ე საჯარო სკოლა,
თბილისის პირველი ექსპერომენტული საჯარო სკოლა, თბილისის №137-ე საჯარო სკოლა,
წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-კოლეჯი, თბილისის №60-ე საჯარო სკოლა,
თბილისის №151-ე საჯარო სკოლა,
თბილისის №123-ე საჯარო სკოლა,
თბილისის №35-ე საჯარო სკოლა.
ინიციატივის სახელწოდება:
"მედია მრჩეველი"
მოზართა და ახალგაზრდა თაობაში არსებული პრობლემების უგულვებელყოფა მედია საშუალებების: ბეჭდვითი მედიის, ტელევიზიის, ინტერნეტ პორტალების მიერ. მედია ნაკლებ გადაცემებს უთმობს ახალგაზრდების პრობლემებს და მათი აზრით, ერთობლივი შეხვედრები გამოკვეთს საჭირბოროტო პრობლემებს და ერთობლივად შეძლებენ საზოგადოებრივი პრობლემის მაგვარებას. უფროსკლასელებს აწუხებთ ისეთი ფსიქოლოგიური კომპლექსები და პრობლემები, რომელიც საფუძველია ნარკომანიის, ძალადობის ფაქტების გამოვლენის, არასწორი სექსუალურიი ცხოვრების და "ქუჩის ცხოვრების" არჩევანის გაკეთების. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ მედიასთან და ფსიქოლოგებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მოხდება ადვოკატირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რათა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოხდეს "ფსიქოლოგიის საათის" აკანონება, რათა ფსიქოლოგებმა იმუშაონ მოზარდებთან და ერთობლივად კი მედია საშუალებებთან, რათა გაშუქებული იქნას ის პრობლემატიკა, რომელიც თავს იჩენს თანამედროვე მოზარდის ცხოვრებაში.
ინიციატივის მიზანი:
პირველ რიგში, მედიის დახმარებით, უფროსკლასელები მოახდენენ თავიანთი პრობლემების დაპიქსირებასა და წარმოჩენას, რომლის საშუალებითაც მოხდება სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ კი, საქართველოს გაანთლებისა და მეცნიერებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური ადცვის სამინისტროების დაინტერესება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფსიქოლოგიის ინსტიტუტების დანერგვასთან დაკავშირებით მედიის წარმომაგენლების დაინტერესებას ახალგაზრდა თაობის პრობლემატიკაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფსიქოლოგების მუშაობას მოზარდთა სწორად ჩამოყალიბებისთვის. მედია საშუალებების, ფსიქოლოგებისა და ახალგაზრდა თაობის ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოზარდთა სოწრა ჩამოყალიბებას და განვითარებას.
მონაწილეები:
მედიის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
აღწერეთ, რა მოხდება ინიციატივის ფარგლებში, რა ღონისძიებები გატარდება:
დაგეგმილია შეხვედრა-დისკუსიის ფორმით-მასემდიის წარმომადგენლებთან და თანამონაწილეებთან. იმედი გვაქვს, რომ ტელე-კომპანია "ერთსულოვნება" დაინტერესდება მოზარდების მიერ წამოჭრილი პრობლემებით და დაგვითმობს საეთერო დროს, რათა მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენი პრობლემები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩავატარებთ სოციოლოგიურ გამოკვლევას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ინიციატივის განხორციელების თარიღი და აგილმდებარეობა:
ინიციატივის განხორციელება დაგეგმილია ამა წლის თებერვლის თვეში არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონ თბილისის მოზარდთა სახლში". მის.:თბილისი; ვორონცოვის ქ. 14.
ვინ იქნება ჩართული თანამონაწილეობის მხრივ ინიციატივის ფარგლებში:
ინიციატივის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს:
- არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონდი თბილისის მოზართა სახლი";
- ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;