ჩვენს შესახებ

მედია მრჩეველი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის  4-5 დეკემბერს, ჩატარდა თბილისის რეგიონის ახალგაზრდული ფორუმი. ამ ფორუმის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: PH International, USAID  და ფონდი თბილისის მოზარდა სახლი.
პროექტებისათვის შეირჩა 10 სოციალური თემა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა შეიმუშავეს 20 საპროექტო წინადადება.
ერთერთი ინიციატივა გახლდათ ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით, სწორედ ამ თემიდან გამომდინარე პროექტის სახელწოდებაა ,,მედია მრჩეველი.’’
პროექტის მონაწილეები არიან თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონის:N151, N35, N123, N60, N64, N137 , I  ექსპერიმენტალური და წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა–კოლეჯის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსა და მედიის დაინტერესება ახალგაზრდა თაობის პრობლემებით.